Skip to main content

წესები და პირობები

რეგისტრაცია

www.toeprtins.ge -ზე პროდუქციის შეძენა შეუძლია, როგორც რეგისტრირებულ ასევე დაურეგისტრირებელ მომხმარებელს.

ჩვენს ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას თქვენ ქმნით პირად პროფილს, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ თქვენი პირადი მოხმარებისთვის.  

რეგისტრაციის უპირატესობები:

  • რეგისტრირებული მომხმარებელი მთელი წლის განმავლობაში პირადად მიიღებს პრომო აქციების, ფასდაკლებების თუ სხვა მსგავსი მოვლენების შესახებ ინფორმაციას ელექტრონულ ფოსტაზე.
  • რეგისტრირებულ მომხმარებელს აღარ დასჭირდება ყოველ შენაძენზე მყიდველის მონაცემების შევსება.
  • რეგისტრირებულ მომხმარებელს ექნება საკუთარი პროფილი ჩვენს ვებ გვერდზე, რომელზეც გამოუჩნდება როგორც რეგისტრაციის დროს შეყვანილი ინფორმაცია ასევე განხორციელებული შესყიდვების ისტორია.

რეგისტრაციის პროცესი

რეგისტრაციის მსურველმა მომხმარებელმა ჩვენს საიტზე  „რეგისტრაციის“ შესაბამის ღილაკზე დაჭერით უნდა გახსნას „რეგისტრაციის“ ე.წ ფანჯარა და შეავსოს მოთხოვნილი ინფორმაცია.

მომხმარებელი ვალდებულია რეგისტრაციის ან და პროდუქციის შეძენისას,  სრულად და სწორედ მიუთითოს კონკრეტული პროცედურისთვის საჭირო ინფორმაცია.

კონფიდენციალობა

თქვენი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ თქვენივე საუკეთესო ინტერესებისთვის, რათა სრულად მიიღოთ ის ბენეფიტები რასაც რეგისტრაციის პროცესი გულისხმობს. საიტზე მოთხოვნილია მხოლოდ ის პერსონალური ინფორმაცია, რომელიც საჭიროა მომსახურების გასაწევად.

კონფიდენციალობა და პირადი ინფორმაციის უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იქნება ყველა იმ კონტროლის მექანიზმებით, რაც სტანდარტულად გამოიყენება  საიტის ადმინისტრირების პროცესით.

ცვლილებები

  • თუ რეგისტრაციის შემდეგ შეიცვალა თქვენი პირადი მონაცემები, რომლებიც თქვენს პროფილში გქონდათ შეყვანილი, მაშინ ვალდებული ხართ აღნიშნული ცვლილებები დროულად ასახოთ www.toeprints.ge-ზე თქვენს პირად პროფილშიც, რადგან მომავალი შენაძენების დროს საკურიერო მომსახურება განხორციელდეს შეფერხებების გარეშე.
  • თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გააუქმოთ თქვენი პირადი პროფილი ჩვენს საიტზე.
  • ასევე ჩვენც ვიტოვებთ უფლებას ნებისმიერ დროს ცალმხრივად გავაუქმოთ თქვენი პირადი პროფილი, რომლის შესახებაც აუცილებლად მიიღებთ შეტყობინებას თქვენს პირად პროფილში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

რეგისტრაციის და პროდუქციის შეძენის,  მისამართის მითითების ინსტრუქცია

მისამართი უნდა იყოს ზუსტი და მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • ქალაქი, დაბა, სოფელი და ა.შ
  • ქუჩის / გამზირის სახელწოდება და შენობის ნომერი; 
  • სადარბაზოს ნომერი;
  • ბინის / სახლის ნომერი;

პროდუქციის  დაბრუნების პირობები

პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა შესაძლებელია ორი დღის ვადაში.

შენაძენის მიწოდების  წესები  და პირობები

სტანდარტული მიწოდება 

  • თბილისში შეძენილი პროდუქციის მიწოდების ღირებულებაა 6 ლარი  (1-3 სამუშაო დღე).
  • საქართველოს სხვა ქალაქებში, რეგიონებში მიწოდება 9 ლარი, სოფლებში 12 ლარი (2-4სამუშაო დღე).